22:24 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-22 13:48:51, 6127 ნახვა

საზოგადოება
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა

ექიმმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა, მარი მალაზონიამ პირველი არხის ეთერში დიუშენის სინდრომის მედიკამენტებზე საუბრისას, თქვა, რომ ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა და "ჩვენი როგორ ვუვლით ბავშვებს, ეს არის იმის საუკეთესო მაჩვენებელი, თუ როგორი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ მომავალზე".

"ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს ჯანმრთელი. ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება. ყველა ბავშვს აქვს უფლება თავისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი სერვისი ჰქონდეს და რაც მთავარია, ყველა ბავშვს აქვს უფლება, მიუხედავად დიაგნოზისა, თავისი დაავადების შესაბამისი წამალი ჰქონდეს.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ, მაგალითად, სპინალური კუნთოვანი ატროფიის შესახებ, დიუშენის სინდრომის შესახებ, ვსაუბრობთ სხვა პრობლემების შესახებ - რატომ სჭირდებათ მათ დახმარება, მედიკამენტი, მხარდაჭერა?

ეს არის იმის შესაძლებლობა, რომ არა მარტო ბავშვებმა, არამედ შვილებმა, ოჯახის სხვა წევრებმა და რაც მთავარია, მშობლებმა, რომელთაც უზარმაზარი სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობა აქვთ, იპოვონ ცხოვრებაში აზრი, იპოვონ სიცოცხლის მოტივაცია. და ასეთ შემთხვევაში, ეს არის არა უბრალოდ წამალი შვილებისთვის, ეს არის წამალი მშობლებისთვის, ეს არის შესაძლებლობა, სიცოცხლის შესაძლებლობა.

ჩვენი როგორ ვუვლით ბავშვებს, ეს არის იმის საუკეთესო მაჩვენებელი, თუ როგორი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ მომავალზე". - თქვა მალაზონიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics