|
2026-04-22 11:51:36, 3308 ნახვა
პოლიტიკა
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს, - განცხადება ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა კომისიაში რუსეთის მიმართ ირანის მხარდაჭერის საკითხზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა. მისი თქმით, „ირანი და რუსეთი განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართულები საქართველოში“. „ირანის რეჟიმი რუსეთს ხელს უწყობს, რომ სანქციებს თავი აარიდოს და თავისი მკვლელი სამხედრო მანქანის დაფინანსება გააგრძელოს. ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად საქართველოს ანაკლიის პორტს იყენებს, რათა ირანს იარაღი მიაწოდოს და თანამშრომლობს საქართველოს არალეგიტიმურ რეჟიმთან, რომელიც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით უნდა შეიცვალოს... ისინი მხარს უჭერენ ანტიამერიკულ „ქართული ოცნების“ რეჟიმს, რომელიც არალეგიტიმური რეჟიმია. „ქართულ ოცნებასა“ და ომის დამნაშავე პუტინს შორის თანამშრომლობა ძალიან ნათელია, ისევე როგორც ირანის რეჟიმთან. „ჩინეთის კომუნისტური პარტია“ შავის ზღვის პორტს ანაკლიას აკონტროლებს, რათა ცენტრალ აზიასთან იშვიათი ლითონებით ვაჭრობა მართოს. ასე რომ, ამას გაცილებით ფართომასშტაბიანი შედეგები აქვს“, - თქვა ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)