|
2026-04-18 15:07:45, 5190 ნახვა
პოლიტიკა
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, ქართული ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივრის შესატანად ემზადება. მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც კვლავ BBC-ის მიმართავენ, თუმცა განხილვა არა ჟურნალისტების ან სარედაქციო გუნდის, არამედ უფრო მაღალ დონეზე მოხდება. ივანიშვილის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ისინი გაივლიან ყველა ინსტანციას და თუ საჭირო იქნება მივლენ სტრასბურგამდეც. "აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი. განიხილეს ჩვენი საჩივარი და თქვეს, არა, ჩვენ ვართ მართლებიო, ეს სრულიად აბსურდია. იმ ჟურნალისტებმა, ვინც ეს ტყუილი გამოიგონა, განიხილეს ჩვენი საკითხი და გვითხრეს უარი... შევიტანეთ ახალი საჩივარი. ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შემდეგი ინსტანცია გახლავთ იმ ხალხის სარედაქციო ჯგუფი, რომელმაც დაავალა, ჩაიბარა და გაუშვა ეს სიუჟეტი. ამ რედაქციამ განიხილა და მათაც, ჩვენდა გასაკივირად, თქვეს, არა ჩვენ ვიყავით მართლებიო და უარი შემოვიდა. ახლა ვართ მესამე ეტაპზე, რომ შევიტანოთ კიდევ ერთი საჩივარი, ისევ BBC-ის უნდა მივმართოთ, ერთი დონით მაღლა ხდება განხილვა, მაგრამ ასევე BBC-ში, რომელმაც ეს სიუჟეტი დაუკვეთა. ანუ გამოდის, რომ ვამზადებთ მესამე საჩივარს, რომელიც შებრუნდება ასევე BBC-ში. ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება, შემდეგ უკვე შემდეგი ეტაპებია... ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, თუ საჭირო გახდა სტრასბურგამდეც მივალთ." - თქვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ქართულმა ოცნებმა BBC-ს მიერ მომზადებულ მასალებთან დაკავშირებით, ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ოფიციალური საჩივრით 14 იანვარს მიმართა. ქართული ოცნება ტელეკომპანიას რამდენიმე ნორმის დარღვევას ედავება და მათგან მასალების აღებას და ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)