|
2026-04-17 17:09:02, 7526 ნახვა
მსოფლიო
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო კანონი, რომელიც ამარტივებს ქვეყნის ყოფილი კოლონიებიდან ამოღებული ხელოვნების ნიმუშებისა და არტეფაქტების დაბრუნებას. Euronews-ის ცნობით, სენატმა კანონი იანვრის დასაწყისში დაამტკიცა. ბოლო წლებში, ალჟირმა, მალიმ და ბენინმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, საფრანგეთს კულტურული ქონების დაბრუნების მოთხოვნით მიმართეს. კანონის მიზანია კოლონიებიდან უკანონოდ ამოღებული ობიექტების რესტიტუციის პროცესის გამარტივება, განსაკუთრებით 1815 წლიდან 1972 წლამდე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ იუნესკოს კონვენციის ძალაში შესვლამდე. კანონი მიღებულ იქნა თითქმის ათი წლის შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აფრიკის ქვეყნებისთვის კულტურული ქონების დაბრუნების პირობა დადო. „აფრიკული მემკვიდრეობა არ შეიძლება არსებობდეს მხოლოდ კერძო კოლექციებსა და ევროპულ მუზეუმებში“, - განაცხადა მაკრონმა 2017 წლის ნოემბერში ბურკინა ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში. „ხუთი წლის განმავლობაში მსურს შევქმნა პირობები აფრიკული მემკვიდრეობის აფრიკაში დროებითი ან მუდმივი დაბრუნებისთვის“. ახალი კანონის თანახმად, ქვეყანამ, რომელიც თავისი კულტურული ობიექტების დაბრუნებას ცდილობს, უნდა წარადგინოს ოფიციალური მოთხოვნა და უზრუნველყოს მათი შენარჩუნება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა. შემდეგ განაცხადს განიხილავს სპეციალური კომისია, რომელიც აფასებს უკანონო ან იძულებითი გატანის მტკიცებულებებს. კანონი არ ვრცელდება საომარ ტროფებზე, სახელმწიფო არქივებზე ან არქეოლოგიური აღმოჩენების საფრანგეთის წილზე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)