|
2016-04-01 12:49:50, 576 ნახვა
საზოგადოება
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალ ოფისში გადადის
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალ ოფისში გადადის. წერეთლის გამზირზე მდებარე შენობა ცენტრის საჭიროებების გათვალისწინებით სპეციალურად გარემონტდა. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უწყების ახალი ოფისი დღეს თეა წულუკიანმა დაათვალიერა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ახალი შენობა, უშუალოდ თანამშრომლების საჭიროებების გარდა, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებზეა მორგებული. პროგრამა განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით ხორციელდება და მასში ყოფილი პატიმრები არიან ჩართულნი. „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ მათთვის სხვადასხვა სერვისს ახორციელებს. ახალ ოფისში პროგრამის ბენეფიციარებთან შეხვედრებისათვის სპეციალური სივრცეებია გამოყოფილი, რათა პროგრამის მონაწილეებმა − ყოფილმა პატიმრებმა, თავი მშვიდ, არასტრესულ გარემოში იგრძნონ და მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში შეძლონ კომუნიკაცია დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომლებთან. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობაა. 2013-2015 წლებში პროგრამით ისარგებლა 1621-მა ყოფილმა პატიმარმა. ამათგან, 597 ბენეფიციარს გაეწია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დახმარება; უფასო სამგზავრო ბარათი მიიღო 232-მა ბენეფიციარმა; იურიდიული კონსულტაცია გაიარა 403-მა ბენეფიციარმა; ფსიქოლოგის მომსახურება გაეწია 235 ბენეფიციარს; დასაქმდა 203 ყოფილი პატიმარი; 207-მა ბენეფიციარმა წარმატებით გაიარა პროფესიული გადამზადების კურსები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში 43 ყოფილი პატიმრის 42 ბიზნესიდეა დაფინანსდა. რაც შეეხება იმ პროექტებს, რომლებსაც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდებისთვის ახორციელებს, ისინი მედიაციის სახლში ფუნქციონირებს, რომელიც 2014 წლის ივლისში ნაძალადევის რაიონში გაიხსნა. ოფისში განთავსებულია მედიაციისა და პრემედიაციისათვის განკუთვნილი სივრცეები, ტრენინგების ოთახები. მედიაციის სახლში სპეციალური პროგრამები მიმდინარეობს იმ მოზარდებისათვის, რომლებსაც არ ჩაუდენიათ დანაშაული, მაგრამ ხასიათდებიან ანტისოციალური ქცევით და მათი მხრიდან კანონდარღვევის რისკი მაღალია. სპეციალურად მათთვის ნაძალადევის რაიონში მუშაობს „ახალგაზრდული კლუბი“, სადაც არასრულწლოვნებს დროის საინტერესოდ და ნაყოფიერად გატარების საშუალება აქვთ.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)