13:07 - 07 Jul, 2026
|
2016-03-31 17:43:56, 822 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" შეთანხმება გაფორმდა ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და კორეის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრმა, სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრმა, იუ ილ ჰომ მოაწერეს. გარდა ამისა, უწყების ცნობით, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. შეხვედრას საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ნიკოლოზ აფხაზავა ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)