|
2016-03-31 16:04:03, 840 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავარი პროკურატურა ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ხშირ შემთხვევაში შეტყობინებებისა და განცხადებების გადამოწმებისას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება არ დასტურდება. პროკურატურა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში გამოძიების საჭიროებებიდან გამომდინარე უცხო ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობს. „უკანასკნელ პერიოდში ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა სახის ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აღნიშნულ თემაზე საჯარო სივრცეში გავრცელებულ ყველა განცხადებასა თუ შეტყობინების ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება ხსენებულ შეტყობინებებში დაფიქსირებული ფაქტების ავთენტურობის, წარმოშობის წყაროს და გავრცელების მცდელობის დადგენა-პრევენციის მიზნით. აღნიშნული შეტყობინებებისა და განცხადებების გადამოწმებისას ხშირ შემთხვევაში არ დადასტურდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და გაირკვა, რომ უმეტეს შემთხვევაში საქმე ინტერნეტ „ვირუსთან“ გვაქვს. ყველა გაურკვეველი წარმოშობის ვიდეოფაილის გავრცელების მცდელობისას სამართალდამცავი ორგანოების მიერ ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება და გავრცელების პრევენციის მიზნით ვიდეოფაილების სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებზე უმოკლეს დროში დაბლოკვა. ასევე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ვიდეოფაილის ავთენტურობის, წარმოშობის წყაროს და გამავრცელებლის დადგენა-იდენტიფიცირების მიზნით. შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან შემდგარი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად. ასევე, საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში გამოძიების საჭიროებებიდან გამომდინარე აქტიურად თანამშრომლობს უცხო ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)