|
2026-03-26 19:46:54, 2130 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი ეჭვქვეშ აყენებს ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივას
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეჭვქვეშ აყენებს ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივას და ამბობს, რომ შესაძლოა, აღარ ეცადოს ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა მინისტრთან კაბინეტის სხდომის დაწყებადე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა და დასძინა, რომ ირანის ლიდერებზეა დამოკიდებული, დაარწმუნონ ის ომის შეჩერებაში. "ისინი გვთხოვენ შეთანხმებაზე მუშაობას, არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ამას. არც ის ვიცი, მზად ვართ თუ არა ამისთვის", - თქვა დონალდ ტრამპმა. შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ცნობები, თითქოს ის დიპლომატიური გადაწყვეტისკენ იყო მიდრეკილი და აღნიშნა, რომ "მოლაპარაკებების განახლების ინიციატივა სწორედ ირანის ლიდერებისგან მოდის". "ახლა მათ აქვთ შანსი შეთანხმების დასადებად, მაგრამ ეს მათზეა დამოკიდებული. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა სწორი შეთანხმების მიღწევას, თუმცა, შეთანხმების მიღწევა, შესაძლოა, უკვე დაგვიანებულია, რადგან ეს ოთხი კვირის წინ უნდა გაეკეთებინათ ირანელებს.", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა ირანზეა, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ და კონფლიქტი დაასრულონ. "ვნახოთ, სურთ თუ არა ამის გაკეთება. [...] მანამდე კი, ჩვენ უბრალოდ განვაგრძობთ მათ განადგურებას, შეუფერხებლად", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)