|
2026-03-16 15:02:32, 2292 ნახვა
პოლიტიკა
მარგუს ცაჰკნას თქმით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე აღარ საუბრობენ
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე აღარც კი საუბრობენ, მისი თქმით ახლა უნდა იმსჯელონ თუ როგორ გადაარჩინონ დემოკრატია. "ესტონელებს ყოველთვის ძალიან აღელვებდათ ქართველი ხალხის მომავალი. ყველა დონეზე მხარს ვუჭერდით, რომ ქართველ ხალხს მიეღო ის, რაც სურს - ევროკავშირში გაწევრიანება. ახლა ამაზე აღარც კი ვლაპარაკობთ. ვსაუბრობთ, იმაზე თუ როგორ გადავარჩინოთ დემოკრატია. ასე რომ ძალიან შეშფოთებული ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება",- განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. შეხვედრის მთავარ თემებს შორის არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)