|
2026-03-14 11:18:23, 2533 ნახვა
პოლიტიკა
ირანის არმია ახლო აღმოსავლეთში მდებარე იმ ნავთობკომპანიებს ემუქრება, რომლებიც აშშ-სთან თანამშრომლობენ
ირანის არმია სამხედრო იერიშით ემუქრება ახლო აღმოსავლეთში მდებარე იმ ნავთობკომპანიებს, რომლებიც აშშ-თან თანამშრომლობენ. სამხედროების განცხადებაში, რომელსაც „როიტერი“ ავრცელებს, ნათქვამია, რომ ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ თავდასხმების სამიზნე გახდება ირანის სანავთობე ინფრასტრუქტურა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა დარტყმა მიიტანეს ირანის კუნძულ ხარგზე და იქ არსებული ყველა სამხედრო ობიექტი გაანადგურეს. ტრამპის თქმით, მან გადაწყვიტა, „არ გაესწორებინა მიწასთან“ ხარგის კუნძულზე არსებული სანავთობე ინფრასტრუქტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს, თუ ირანი ხელს შეუშლის გემების გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში. ხარგის კუნძულზე მდებარეობს ტერმინალი, რომლითაც ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% ხორციელდება. ცნობისთვის, აშშ-ისა და ისრაელის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ ირანმა უკვე განახორციელა დარტყმები სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყნის სანავთობე ინფრასტრუქტურაზე.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)