|
2026-03-04 13:03:25, 1042 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ფაშინიანს: გარშემო რთული ვითარებაა, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის მეტად გაღრმავება
სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქართული ოცნების მთავრობასა და სომხეთის მთავრობას შორის ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. როგორც კობახიძემ თქვა, "გარშემო საკმაოდ რთული ვითარების ფონზე, მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება". "ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს გარშემო საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი და მითუმეტეს, ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს, ქვეყნებს შორის და ამას ეფუძნება სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დამყარებულია საქართველო-სომხეთს შორის. ძალიან მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მაღალი დონე თანამშრომლობის, თუმცა არსებობს, ბუნებრივია, მუდმივი ინტერესი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენი ტრადიციული მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. ეს თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და სომხეთს გადავუხადო მადლობა ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის, პატივისცემისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის", - თქვა კობახიძემ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)