|
2026-03-02 13:27:46, 2278 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის აეროპორტიდან დღეს 13 რეისი გადაიდო, ბათუმის აეროპორტიდან 3
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი ვითარების გამო, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს 8 რეისი არ შესრულდა, ხოლო ბათუმიდან 3 რეისი გადაიდო. - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აეროპორტების მმართველ კომპაია "ტავ-ჯორჯიაში" განუცხადეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 13 გადადებულ რეის შორის, არის თბილისი-თელ-ავივი, თბილისი-აბუდაბი, თბილისი-ბუბაი და თბილისი - შარჟა. ბათუმიდან სამივე გადადებული რეისი უნდა შესრულებულიყო ბათუმი-თელ-ავივის მიმართულებით. 28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. თელ-ავივმა განაცხადა, რომ დარტყმების მთავარი მიზანი თეირანისთვის ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან აცილებაა. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ირანის საზღვაო ფლოტისა და თავდაცვის ინდუსტრიის განადგურების განზრახვა და მოუწოდა ქვეყნის მოქალაქეებს, დაემხო მოქმედი რეჟიმი. შემდგომში გავრცელდა ინფორმაცია ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, მისი ოჯახის სულ მცირე ოთხი წევრის და რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის გარდაცვალების შესახებ. ყველა მათგანი აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების სერიის შედეგად დაიღუპა. დღეს დილით, 2 მარტს, ისრაელმა ლიბანში ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევითი კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა. ოპერაცია შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)