|
2026-02-28 20:21:25, 2860 ნახვა
საზოგადოება
თელასი: მთაწმინდის, ვაკის, დიღმის, სოლოლაკის, ვარკეთილის რაიონებში ელექტრომომარაგება აღდგა
კომპანია თელასის განცხადებით, მთაწმინდის, ვაკის, დიღმის, სოლოლაკისა და ვარკეთილის რაიონებში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგათ. "17:30 საათისთვის მთაწმინდისა და ვაკის რაიონის 70 0000 მომხმარებელს მთაწმინდის მაღალი ძაბვის ხაზზე ავარიული სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიია მიეწოდა. 13:00 საათისათვის ტექქნიკური სამსახურების მიერ აღდგენილია დიღმის რაიონში 30000 მომხმარებლების ელექტრომომარაგება, ასევე სოლოლაკის და ვარკეთილის რაიონების 28 000 მომხმარებლის ელექტრომამარაგება. უამინდობით გამოწვეული ქსელში დაზიანებების სიმრავლის გამო თელასის ტექნიკური სამსახურები მობილიზებულია და გადასულია 24 საათიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე" - ნათქვამია თელასის განცხადებაში. ცნობისთვის, მთაწმინდის, ვაკის და დიღმის დასახლების 100 000 მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. მიზეზად დედაქალაქის ქსელში მაღალი ძაბვის ხაზებზე დაზიანება დასახელდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)