|
2026-02-28 10:58:36, 3889 ნახვა
სამართალი
ბრალდებული ქალაქ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ამზადებდა სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების და სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ამზადებდა სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებსა და ყალბ აქციზურ მარკებს, რომლებითაც აღნიშნულ პროდუქციას ეტიკეტირებას უკეთებდა. „ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელები შემდგომში რეალიზდებოდა თბილისის ტერიტორიაზე, კერძოდ გლდანისა და დიდუბე-ჯუღურეთის რაიონებში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა და კვების დაწესებულებებში. ჩხრეკის შედეგად ნაქირავები ბინიდან, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომობილიდან და სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების ალკოჰოლური სასმელები, მათ შორის: Stolichnaya, Nemiroff, Finlandia, Talka, Polus და Хлебная. ფალსიფიცირებულ ალკოჰოლურ სასმელთან ერთად ამოღებულია ჩამოსასხმელად გამზადებული ცარიელი ბოთლები, ალკოჰოლის დამზადებისა და ჩამოსხმისთვის საჭირო მასალები და ყალბი აქციზური მარკები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილით, 197-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 196-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების დამზადების ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)