|
2026-02-26 14:07:37, 1113 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ: არ მინახავს მტკიცებულება, რაც ამ გადაწყვეტილებას გაამართლებდა
დიდი ბრიტანეთის ელჩს ვთხოვეთ, წარმოედგინა საფუძვლები, რას ეფუძნებოდა ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება, – ამის შესახებ "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. „ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ან „პოსტივის“, ან ტელეკომპანია „იმედს“ ვინმე უყურებს ლონდონში. ბუნებრივია, დასანქცირების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას. ელჩს მოვთხოვეთ, რას ეფუძნება შეფასებები, რასაც ისინი აკეთებენ ტელეკომპანიებთან დაკავშირებით. მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა ამ გადაწყვეტილებას, მე არ მინახავს. არაფერი კონკრეტული არ ყოფილა წარმოდგენილი. მოვისმინე მხოლოდ ის შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მომისმენია, რას ეფუძნება შეფასებები, თითქოს რუსეთს ვაძლიერებთ და ვასუსტებთ უკრაინას, ან რამენაირად ქართული საზოგადოება ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ბრალდებები და შეფასებები, რომლებსაც ჩვენ არ გავიზიარებთ. ამას სჭირდება მტკიცებულებები და იმედი გვაქვს, წარმოადგენენ რამეს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ვიფიქროთ, რომ მათ გადაწყვეტილებას რაიმე საფუძველი მაინც ჰქონდა. თუმცა, რომ გითხრათ, ამის მოლოდინი მაქვს, მოგატყუებთ. ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე და ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ ისევე, როგორც ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)