|
2026-02-24 22:47:45, 1481 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის
ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საუბრისას სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე გააკეთა კომენტარი. მინისტრის შეფასებით, ბოლო დღეებში ადგილი ჰქონდა მცდელობას, დაწესებულიყო სანქციები ქართული ორგანიზაციების მიმართ. „ეს არის გაგრძელება იმ უსაფუძვლო და უსამართლო დამოკიდებულების საქართველოსთან მიმართებაში, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ მცდელობა, დასანქცირებულიყო რაიმე ქართული. იყო საუბარი ქართული პორტის სანქცირებაზე, რაც თავიდან იქნა აცილებული ერთადერთი მიზეზით, არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის, მაშინ როდესაც საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც აქვს აღებული სანქციების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით,"-განაცხადა მინისტრმა. იგი ასევე გამოეხმაურა ტელევიზიების დასანქცირების საკითხს. „რაც შეეხება ტელევიზიების დასანქცირებას, წარმოუდგენელია, როდესაც ერთი მხრივ თავისუფალი სიტყვის ადვოკატი ხარ, ხოლო მეორეს მხრივ ერჩი ტელევიზიას და თან არგუმენტად მოგყავს, რომ ეს ტელევიზიები პოპულარულია, ჰყავთ მაყურებელი და ჰყავთ გამზიარებლები." - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)