|
2026-02-24 14:48:29, 1404 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის წარმომადგენელი ლევან მაჭავარიანი - ისინი ტელევიზიებს სიმართლის საუბრისთვის ასანქცირებენ
ივანიშვილის წარმომადგენელი ლევან მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივისთვის“ სანქციების დაწესებას ეხმიანება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ამის შემდეგ ტელევიზიები გაორმაგებული ძალებით შეეცდებიან საზოგადოების ინფორმირებას. „ეს თავისუფალი მედიის ხელყოფის მცდელობაა. სამწუხაროდ, „იმედის“ შემთხვევაში ეს პირველი მცდელობა არ არის. ჩვენ 2007 წელს ვიხილეთ, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა როგორ ცდილობდა „იმედის“ გაჩუმებას მიხეილ სააკაშვილის ხელით და ეს ამ ყველაფრის გაგრძელებაა. თუმცა, რა თქმა უნდა, არც „იმედი“ და არც „პოსტივი“ ამის გამო არ გააჩერებენ სიმართლეზე საუბარს და ისინი გაორმაგებული ძალებით შეეცდებიან, რომ ჩვენი საზოგადოება ინფორმირებული ამყოფონ. მაგალითებია მოყვანილი, თუ რის გამო დასანქცირდნენ ეს ტელევიზიები. რასაც გადავხედე, ყველაფერი, რაც იქ წერია, სიმართლეა. შესაბამისად, გამოდის, რომ ისინი ტელევიზიებს სიმართლის საუბრისთვის ასანქცირებენ, რაც ყოვლად მიუღებელი და ფაშისტური მიდგომაა. თუმცა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ხელში ეს ყველაფერი მოულოდნელი არ არის, ვინაიდან მათ სჭირდებათ მართული მედია, რომელიც იმ ნარატივს გაატარებს, რა ნარატივიც მათ აწყობთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)