|
2026-02-23 16:39:06, 839 ნახვა
პოლიტიკა
ოანა-სილვია ტოიუ: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ტოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს რუმინეთი კაია კალასის წინადადებას, რომ რუსეთმა გაიყვანოს სამხედროები საქართველოსა და მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ტოიუს თქმით, მოლდოვასთან დაკავშირებით რუმინეთს დიდი ხანია, მკაფიო პოზიცია აქვს – რუსული ჯარები დნესტრისპირეთიდან უნდა გავიდნენ.
რაც შეეხება საქართველოს – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუმინეთს და საქართველოს დიდი ხანია, სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და შესაბამისად, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებსა და ევროპული მომავლის სურვილს.
დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა დაადასტურა, რომ რუსეთთან უკრაინის შესახებ მოლაპარაკების ფარგლებში მოითხოვს რუსული სამხედროების რაოდენობის შემცირებას და მათ გაყვანას მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)