|
2026-02-21 16:38:49, 997 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატის თქმით, კულასა და ბატონოს დამფუძნებელ ივანე გოგლიძე დანაშაულს არ აღიარებს
თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა "კულას" და "ბატონოს" დირექტორს, ივანე გოგლიძეს, რომელმაც საგამოძიებოს ინფორმაციით, თავდაცვისა და შს სამინისტროებს თანამშრომელთა კვებისთვის სიცოცხლისთვის საშიში თევზის კონსერვები მიაწოდა. ბიზნესმენის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ადვოკატ კახი წერეთელის განცხადებით, გოგლიძე დანაშაულს არ აღიარებს. "სასამართლოს ვრცელი დასაბუთება ვერ მოვისმინეთ. რამდენიმე წინადადება მოვისმინეთ, რომ ის რისკები, რაც ბრალდების მხარემ განაცხადა, ლოგიკურია და ამიტომ შეუფარდა პატიმრობა. (...) არ აღიარებს დანაშაულს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოება, ეს არის განზრახი დანაშაული და თავად ბრალდების ფაბულაშიც კი არ არის მითითებული, უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მონაწილეობა." - თქვა მან. 20 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბრალდებულმა 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)