10:00 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-19 17:06:45, 9922 ნახვა

სხვადასხვა
დიდი ბრიტანეთის მეფემ ძმის დაპატიმრებას პოლიციის მხარდაჭერით უპასუხა

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ განცხადება გაავრცელა მისი ძმის, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელშიც მხარდაჭერა გამოთქვა შემდგომი გამოძიების მიმართ.

The Guardian ციტირებს მონარქის განცხადებას.

მეფემ განაცხადა, რომ ყოფილი პრინცი ენდრიუს დაკავების შესახებ ინფორმაცია „შეშფოთებით“ მიიღო და იმედი გამოთქვა სამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარების.

„ახლა სრული, სამართლიანი და სათანადო პროცესი მიმდინარეობს, რომლის მეშვეობითაც ეს საკითხი სათანადოდ და შესაბამისი ორგანოების მიერ იქნება გამოძიებული. ამ შემთხვევაში, როგორც ადრე ვთქვი, მათ ჩვენი სრული და გულწრფელი მხარდაჭერა და თანამშრომლობა აქვთ“, - განაცხადა ჩარლზ III-მ.

მეფემ განაცხადა, რომ გამოძიების გაგრძელებისას ენდრიუს საქმეზე დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებს.

როგორც გავრცელდა ინფორმაცია, 19 თებერვალს, მეფე ჩარლზ III-ის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი, თანამდებობის ბოროტად გამოყენების ეჭვმიტანილად დააკავეს. პოლიცია ყოფილი პრინცის წინააღმდეგ ბრალდების წაყენებას განიხილავდა ჯეფრი ეპშტეინთან, აშშ-ში სექსუალური დანაშაულისთვის გასამართლებულ ფინანსისტთან კავშირის გამო.

თებერვლის დასაწყისში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ფაილების თანახმად, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი ეპშტეინს ბრიტანეთის ოფიციალურ სავაჭრო დოკუმენტებს გადასცემდა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ოქტომბერში ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორს პრინცის ტიტული ჩამოერთვა საკამათო ამერიკელ ფინანსისტ ეპშტეინთან კავშირის ბრალდებების გამო.

ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული ახალი ფაილების გამოქვეყნების შემდეგ, ენდრიუმ სამეფო რეზიდენცია დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics