|
2026-02-19 13:45:53, 876 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი სახელმწიფო რუსეთის მიერ არის მიტაცებული
„ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, ქვეყანას ევროპული გზიდან და ევროპული რეფორმებიდან აშორებს“, - განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში. „ჩვენი სახელმწიფო რუსეთის მიერ არის მიტაცებული. ჩვენ გვაქვს რუსული მოდელი, რომელიც სწრაფად ხორციელდება. ეს რუსეთისთვის გაცილებით იაფია, ვიდრე უკრაინაში სამხედრო შეჭრა. ჩვენთვის ეს ნიშნავს ინსტიტუტების ხელში ჩაგდებას, მაგრამ ჩვენ გვყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც იბრძვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ის ხაზს უსვამს ევროპის მიერ საქართველოსადმი მეტი ყურადღების მიქცევის მნიშვნელობას: „ეს ადვილი არ არის, რადგან ჩვენ ბევრი კრიზისის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მორალური მხარდაჭერა. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ძლიერი ევროპისთვის, ასევე ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის“. სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. „რა თქმა უნდა, ერთ დღეს ეს (რუსეთსა და უკრაინას შორის ომი) დასრულდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ დასრულდება. რუსეთის ყველა მეზობელმა იცის, რომ რუსეთი ყოველთვის აგრესორია. ეს სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით უნდა დასრულდეს და რუსეთმაც უნდა გაიგოს, რომ მას არ შეუძლია მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია... ტრამპის ქმედებების გამო პუტინის მიერ განცდილი გაურკვევლობა საუკეთესო მოკავშირეა, რომელსაც შეუძლია აიძულოს იგი დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)