|
2026-02-17 14:12:25, 1080 ნახვა
საზოგადოება
Hello Tech გოგოებისთვის
თიბისი ქვეყნის მასშტაბით ტექეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს და ამჯერად კახეთში, გურიასა და შიდა ქართლში მცხოვრებ გოგოებს ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას სთავაზობს. ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა „Hello Tech გოგოებისთვის“ მიზნად ისახავს 15-25 წლის ასაკის გოგოებისთვის ტექნოლოგიების სფეროში საბაზისო ცოდნის მიწოდებას და მათთვის პრაქტიკული გამოცდილებების გაზიარებას. ერთდღიანი ფიზიკური ტრენინგის ფორმატში მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიების მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში, სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროფესიასა და სწავლის დაწყების გზებს. პროგრამა, ასევე მოიცავს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაცნობას, მის პრაქტიკულ გამოყენებას სამუშაო პროცესში, AI-ს პასუხისმგებლიან მოხმარებასა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს. ტრენინგის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი AI-ის გამოყენებით კარიერული განვითარების ინსტრუმენტებს დაეთმობა. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ეფექტური CV-ის, სამოტივაციო წერილისა და LinkedIn პროფილის შექმნის შესახებ. ტრენინგებს გაუძღვებიან წამყვანი პროფესიონალები თიბისის ტექ და AI მიმართულებებიდან, რომლებიც მონაწილეებს საკუთარ განვლილ გზასა და რეალურ გამოცდილებებს გაუზიარებენ. „Hello Tech გოგოებისთვის“ გაიმართება ფიზიკურ ფორმატში:
ტრენინგებზე რეგისტრაცია გრძელდება 20 თებერვლამდე. რეგისტრაციისთვის და დამატებით ინფორმაციისთვის გადადგით ბმულზე: Hello Tech გოგოებისთვის აღნიშნული პროექტით თიბისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელობას რეგიონებში და ხელს უწყობს გოგოების ჩართულობას ამ სფეროში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)