|
2016-03-29 22:38:46, 809 ნახვა
სამართალი
მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი: იყო მუქარა ჩემი ოჯახის მიმართ და სიფრთხილის გამო აღარ გავაგრძელე საუბარი
"იყო მუქარა ჩემი ოჯახის მიმართ და სიფრთხილის გამო აღარ გავაგრძელე საუბარი ამ თემაზე. მითხრეს, რომ არავისთან არ მქონოდა კონსულტაციები ამ თემაზე" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილმა შეიხმა, ვაგიფ აქპეროვმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. "ერთი წლის წინ მე პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე არაფერი არ მითქვამს იმიტომ, რომ ვფიქრობდი, მე სასულიერო პირი ვარ და ყველაფრის წამალი და იარაღი არის მოთმინება. მე მოვითმინე, ვნახე რა მდგომარეობაა საქართველოში. იყო მუქარა ჩემი ოჯახის მიმართ და სიფრთხილის გამო აღარ გავაგრძელე საუბარი ამ თემაზე. მითხრეს, რომ არავისთან არ მქონოდა კონსულტაციები ამ თემაზე," - განაცხადა აქპეროვმა. მისივე თქმით, დღეს მისი განცხადების მერე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამართველომ გააკეთა განცხადება, სადაც წერია, რომ ის იყო ძალოვან სტრუქტურებში. მისივე თქმით, მას უკვე მათ მუსლიმობაშიც ეპარება ეჭვი, რადგან, როგორც ამბობს, "არცერთი მუსლიმი არ დაწერდა იმას, რაც გამოქვეყნდა, რომ 40 წლის წინ მე თითქოს კრიმინალური წარსული მქონდა და შეხება მქონდა". "ამაზე მე მათ ბოდიშს მოვახდევინებ, რადგან მე არანაირი კრიმინალური წარსული არ მაქვს," - აღნიშნა აქპეროვმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)