|
2026-02-12 17:43:42, 832 ნახვა
პოლიტიკა
მარია ზახაროვა: რუსეთი მშვიდობის საბჭოს სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება
რუსეთის დელეგაცია დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა. „რუსეთი „მშვიდობის საბჭოს“ სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება“, - განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით, „მშვიდობის საბჭოსთან“ დაკავშირებით რუსეთის პოზიციის „ფორმირება ჯერ კიდევ გრძელდება“. გუშინ, ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ „მშვიდობის საბჭოს“ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისგან მიწვევა მიიღო, თუმცა ვაშინგტონში წასვლას გრაფიკიდან გამომდინარე ვერ ახერხებს. ცნობისთვის, „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი ვაშინგტონში 19 თებერვალს გაიმართება. „მშვიდობის საბჭოს“ წესდების ხელმოწერის ცერემონია გასულ თვეში, დავოსში გაიმართა. ამჟამად საბჭოს შემადგენლობაში წესდების ხელმომწერი 22 სახელმწიფოა. „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს, თავდაპირველად ღაზას რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, თუმცა, ორგანიზაციის წესდების თანახმად, მის მისიას მთელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)