|
2026-02-11 12:33:54, 880 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულის მამა: ვნახე ჩხუბის ვიდეოები, ჩემი შვილი მანდ არ არის
28 წლის მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებული ალექსანდრე გაბაშვილის მამა „ტვ პირველთან“ ეხმაურება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქმეში ბრალდებულებმა გიგა ავალიანზე თავდასხმამდე სხვადასხვა დროს იძალადეს კიდევ 4 პირზე, ძალადობის ამსახველ ფაქტებს კი ტელეფონით იღებდნენ. გაბაშვილი ამბობს, რომ საქმის მასალები გვიან ღამით გადაეცათ, თუმცა ვიდეოებში მისი შვილი ვერ ამოიცნო. დაზარალებული ადვოკატს ჯერ არავინ უნახია, როგორც ჩანს, არც არიან. 100%-ით თუ არა, 95%-ით გეუბნებით, ამ მასალაში, რაც მოგვცეს, ჯერ არ შეგვხვედრია", - ამბობს გაბაშვილის მამა. ალექსანდრე გაბაშვილს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა_, ხოლო სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)