|
2026-02-10 14:49:01, 819 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: ზვიგენის შეურაცხყოფაზე თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ
„ზვიგენის შეურაცხყოფაზე თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს მას შემდეგ მიმართა, რაც ვალერიან ბუგიანიშვილს მესამე პრეზიდენტს ჰკითხა - "ცნობდა თუ არა ის თავს დამნაშავედ". მანამდე კი სასამართლო დარბაზში მიხეილ სააკაშვილსა და მოსამართლეს შორის მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მიხეილ სააკაშვილმა ესკორტის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც ბრალდებულებისთვის განკუთვნილ სპეციალურ, შემინულ ადგილას დგას, უთხრა: - "ხელები გაწიეთ და მონებივით ნუ იქცევით". აღნიშნულის შემდეგ, სააკაშვილს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა უთხრა, რომ „წესები არსებობს“, რაზეც მას მესამე პრეზიდენტმა უპასუხა: „თქვენ უწესოები ხართ“. სააკაშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ მას არანაირი უფლება აქვს - „მე გეუბნებით, არანაირი უფლება რომ არ მაქვს, ყველამ იცის“, - განაცხადა სააკაშვილმა, მას მოსამართლემ დაბრძანებისკენ მოუწოდა. „რას ჰქვია დავბრძანდე?! სკოლაში კი არ ვარ! დგომის უფლება მაქვს, ნუცას სკოლა კი არაა!"- განაცხადა სააკაშვილმა. მას მოსამართლემ კვლავ შენიშვნა გამოუცხადა. „ერთმანეთს ვცეთ პატივი, შემიძლია სანქცია გამოვიყენო“, - მიმართა ბუგიანიშვილმა მესამე პრეზიდენტს. „თქვენ არანაირ პატივს არ გცემთ. კარგად დაიმახსოვრეთ ამ კაცის სახელი და გვარი",- განაცხადა სააკაშვილმა. მოსამართლემ მას განუმარტა, კიდევ ერთი რეპლიკას თუ იტყოდა, გაძევებული იქნებოდა სხდომათა დარბაზიდან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)