|
2026-02-09 21:46:18, 855 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთში უკრაინის მოქალაქე ე.წ. უცხოელი აგენტების ვიდეოების მოწონებისთვის დააჯარიმეს
რუსეთში მურმანსკის ოლქის სასამართლომ უკრაინის მოქალაქე პენსიონეი ვასილი იოვდია "არმიის დისკრედიტაციის" მუხლით დააჯარიმა YouTube-ზე ე.წ უცხოელი აგენტების ვიდეოების დალაიქების გამო. რადიო თავისუფლების რუსული ბიურო იუწყება, რომ ეს სავარაუდოდ პირველი ასეთი გადაწყვეტილებაა რუსეთში. დოკუმენტის თანახმად, ჯარიმის საფუძველია, რომ - მოქალაქე ტელეფონიდან შედიოდა YouTube-ზე და ვიდეოების ქვეშ ტოვებდა - "რეაქციას, ლაიქების სახით". კონკრეტულად რომელ ვიდეოზეა საუბარი, არ არის დაზუსტებული, თუმცა აღნიშნულია, რომ ორი ვიდეოს ავტორი იყო - ე.წ. უცხოელი აგენტი. მოსამართლის განჩინებიდან ირკვევა, რომ ვასილი იოვდის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო სამმართველოს შემოწმების შემდეგ, სოფელ ალაკკურტიში. გადაწყვეტილებაში მოხსენებულია უკრაინის მოქალაქის ტელეფონის კვლევის ოქმი, რომლის შედეგადაც აღმოაჩინეს მისი YouTube ექაუნთი, სადაც კატეგორიაში - "მოწონებულია" - 139 ვიდეო იპოვეს. სასამართლომ ვასილი იოვდიას 30 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ამასთან. YouTube-ზე ვიდეოებზე დადებული ლაიქები მხოლოდ ანგარიშის მფლობელისთვის არის ხილული და სხვა მომხმარებლები ვერ ხედავენ. პროექტ Первый отдел-ის ადვოკატმა გამოცემა ვიორსტკასთან საუბარში თქვა, რომ მანამდე მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ არ სმენია - მისი თქმით, ამ საქმეში, განსხვავებით სხვა მსგავსი საქმეებისგან, სასამართლოს არ შეუფასებია, კონკრეტულად რაში გამოიხატა არმიის "დისკრედიტაცია". ნაცვლად ამისა, მოსამართლემ დაასკვნა, რომ თუ ვიდეო ე.წ. უცხოელმა აგენტმა გაავრცელა - ეს უკვე თავისთავად "დისკრედიტაციაა".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)