|
2026-02-09 17:10:49, 702 ნახვა
პოლიტიკა
ანზორ მელია: ნიკას ვერ გატეხენ! მეტირება, მაგრამ ეს ჩემს სიძლიერეზე ლაპარაკობს!
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მამა ანზორ მელია ამბობს, რომ ქართული ოცნება ნიკა მელიას "ვერ გატეხავს". ასე ეხმაურება ის ნიკა მელიასთვის წარდგენილ ახალ ბრალდებას. ცოტა ხნის წინ პროკურატურამ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა. პოლიტიკოსს "სასამართლოს უპატივცემულობას" ედავებიან. "ნიკას გატეხვა უნდათ, მაგრამ ნიკას ვერ გატეხავენ. ფსიქოლოგები არ ჰყავს ამ მთავრობას, რომ გააანალიზონ ნიკას პიროვნება? ასე ნიკას ვერ გატეხავენ, ვერც მის მშობლებს ვერ გატეხავენ. არა თუ მშობლებს, სანდროსაც ვერ გატეხავენ, ისეთი მაგარია სანდრო. უნდათ, რომ, ალბათ, როგორც ზურაბ გირჩი მიიყვანეს დედის გასვენებაში და უჯიკავებდნენ, ისე დაუჯიკაონ ნიკას, მაგრამ ამას არ ეღირსებიან. ნიკა მაგრად იყავით, ჩვენც მაგრად ვართ, არ გავტყდებით, შენს გვერდით ვართ და შენი ოჯახის გვერდით ვიქნებით ყოველთვის. მეტირება, მაგრამ ეს ჩემს სისუსტეს არ მიანიშნებს, ჩემს სიძლიერეზე ლაპარაკობს. მაგრად ვიქნები და შენ მაგრად უნდა იყო მანდ და ხარ. იქიდან გვამხნევებს ნიკა და მე აქედან უნდა გავამხნევო. რომ იცოდე, რამდენ ხალხს უყვარხარ...", - ამბობს ის ტვ პირველთან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)