|
2026-02-09 15:26:09, 680 ნახვა
პოლიტიკა
ФСБ: გენერალ ვლადიმერ ალექსეევზე თავდამსხმელი კიევიდან რუსეთში თბილისის გავლით ჩავიდა
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) უფროსის პირველი მოადგილის ვლადიმერ ალექსეევის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული პირი ლიუბომირ კორბა რუსეთში კიშინიოვისა და თბილისის გავლით ჩავიდა. ФСБ ასევე ირწმუნება, რომ ლიუბომირ კორბა უკრაინის სპეცსამსახურების აგენტი იყო. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ასევე აცხადებს, რომ ვლადიმერ ალექსეევის მკვლელობის მცდელობაში პოლონეთიც მონაწილეობდა. კერძოდ, ამტკიცებს, რომ მკვლელობის დაგეგმვაში, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო შეკვეთილი, უშუალოდ მსროლელის დაქირავებაში პოლონეთის დაზვერვაც მონაწილეობდა. "კორბა პოლონეთის სადაზვერვო სამსახურების დახმარებით მონაწილეობდა რეკრუტირებაში. მკვლელმა კიევში გაიარა წვრთნა, შემდეგ კიშინეუსა და თბილისის გავლით რუსეთში გაემგზავრა და სამხედრო პერსონალის, მათ შორის ალექსეევის მიმართ, ყოველთვიურად 2000 დოლარად, ჯაშუშობა დაიწყო. უსაფრთხოების სამსახური ასევე დაჰპირდა მას 30 000 დოლარის გადახდას წარმატებული მკვლელობის შემთხვევაში", - ამტკიცებს ФСБ. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადება კიევმა უკვე უარყო, ვარშავას კი ჯერ ოფიციალური პასუხი არ გაუცია. ცნობისთვის, ვლადიმირ ალექსეევი 6 თებერვლის თავდასხმას გადაურჩა და ის საავადმყოფოში მძიმე მდომარეობაში გადაიყვანეს. მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი დუბაიში 8 თებერვალს დააკავეს. მოსკოვორეცკის სასამართლომ ლიუბომირ კორბას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი წაუყენეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მკვლელობის მცდელობაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)