19:35 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 13:39:49, 617 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელიას ახალ ბრალს წაუყენებენ

ადვოკატ, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ახალი ბრალის წაყენებას უპირებენ. მისივე თქმით, მელიას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან.

ადვოკატის განცხადებით, მელია იმყოფება ოცდაოთხსაათიანი მეთვალყურეობის ქვეშ და ცდილობენ ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყონ. მან ასევე დასძინა, რომ უნდათ ნიკა მელიას გატეხვა, მაგრამ "მიუხედავად ამ უსამართლობისა, რაც მის თავს ტრიალებს წლების განმავლობაში იგი არათუ გატყდა, ბევრად უფრო მოტივირებულია და ბევრად უფრო ასხივებს ბრძოლის ჟინს." 

"დღეს დილით დამიკავშირდა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურიდან გამომძიებელი და მორიგ ჯერზე გვაცნობეს, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ. გასაოცარია, ნიკა მელიას უპირებენ წაუყენონ მორიგი ბრალდება, უკვე სათვალავი აგვერია, საქმე შეეხება კვლავ მოსამართლის შეურაცხყოფის ეპიზოდს, რომელიც თითქოსდა მოხდა რამდენიმე თვის წინ, გაზაფხულზე, ჩატარებულ ადამინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, მოსამართლე ქოჩქიანთან მიმართებით. აბსოლუტურად გაუგებარია, ჩვენ ყველანი ვესწრებოდით აღნიშნულ პროცესს, იქ მსგავსი არავითარი ინციდენტი ნიკა მელიას მხრიდან, ყოველშემთხვევაში, მე არ დამიფიქსირებია." - თქვა კონდახიშვილმა TV პირველთან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics