|
2026-02-09 12:35:52, 740 ნახვა
პოლიტიკა
Jerusalem Post: ისრაელმა აშშ გააფრთხილა, რომ ირანი შესაძლოა დამოუკიდებლად დაბომბოს
Jerusalem Post-ის თანახმად, ისრაელმა აშშ-ს განუცხადა, რომ იერუსალი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ერთპიროვნულად იმოქმედოს - კერძოდ, შესაძლოა, დამოუკიდებლად დაბომბოს ირანი, თუ თეირანი ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით "წითელ ხაზს" გადაკვეთს. "ჩვენ ვუთხარით ამერიკელებს, რომ მარტო მივაყენებთ დარტყმას, თუ ირანი გადაკვეთს ბალისტიკური რაკეტებისთვის ჩვენ მიერ დადგენილ წითელ ხაზს", - უთხრა გამოცემას წყარომ. გამოცემის თანახმად, ისრაელის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა აშშ-ს ოფიციალურ პირებს უკვე აცნობეს, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. უსაფრთხოების წყაროების ცნობით, ბოლო კვირებში მაღალი დონის არაერთი კონტაქტის ფარგლებში, ისრაელმა პარტნიორებს გადასცა თავისი განზრახვა ირანის სარაკეტო შესაძლებლობებისა და წარმოების ინფრასტრუქტურის განადგურების თაობაზე. Jerusalem Post წერს, რომ სამხედრო ოფიციალურმა პირებმა წარმოადგინეს ოპერაციული კონცეფციები, რომლებიც პროგრამის შესუსტებას ისახავს მიზნად, მათ შორის დარტყმებს საკვანძო საწარმოო ობიექტებზე. აღსანიშნავია, რომ 11 თებერვალს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ჩავა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები იქნება. ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპს შორის დაგეგმილი შეხვედრა მეშვიდე იქნება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი 2025 წლის იანვარში პრეზიდენტის თანამდებობას დაუბრუნდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)