|
2026-02-09 11:01:32, 1490 ნახვა
ეკონომიკა
არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მთავარი პარტნიორი, აგრძელებს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და მათთვის პრაქტიკული ცოდნისა და თანამედროვე ბიზნესინსტრუმენტების გაზიარებას. 10 თებერვალს, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, გაიმართება ვორკშოპი „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“, რომელსაც ნანა აბურჯანიძე - ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია Solutioneer-ის დამფუძნებელი და დირექტორი გაუძღვება. ვორკშოპის მთავარი მიზანია, დაეხმაროს ქალი მეწარმეებს თანამედროვე ბაზრის რეალობასთან ადაპტირებულ, პრაქტიკულ მიდგომებში, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების ზრდას, მომხმარებელთან უფრო ეფექტიან კომუნიკაციას და კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებას. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
ვორკშოპი ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში - ლოკალური და საერთაშორისო ბრენდების პრაქტიკული ქეისების განხილვითა და სხვადასხვა ინდუსტრიის მაგალითების გაზიარებით. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან კითხვები საკუთარი ბიზნესის კონტექსტიდან და მიიღონ რეკომენდაციები რეალური გამოწვევების გადასაჭრელად. ღონისძიება გაიმართება 10 თებერვალს, 17:00 საათზე, ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია, საქართველოს ბანკის ვებგვერდზე. საქართველოს ბანკი, პლატფორმა Business 360˚-ის ფარგლებში, განაგრძობს ბიზნესების მხარდაჭერას და ქმნის მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებს — კურსებს, ვორკშოპებს, კვლევებსა და პრაქტიკულ ინიციატივებს მეწარმეებისთვის.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)