|
2016-03-29 17:23:53, 788 ნახვა
სამართალი
იზორია: თსუ-ს კანცლერის თანაშემწე, 2015 წლამდე სუს-ში ე.წ. ოდეერად ირიცხებოდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, თსუ-ს კანცლერის თანაშემწე როგორც ე.წ. ოდეერი, სუს-ში 2015 წლის აგვისტომდე ირიცხებოდა. ამის შესახებ იზორიამ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. იზორიას თქმით, თსუ-ში ის მივლენილი არ ყოფილა, როგორც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი. „2015 წლამდე ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი არსებობდა, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაგრამ 2015 წლის შემდეგ, მინდა მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს ინსტიტუტი აღარ არსებობს. იმ კონკრეტულ პიროვნებაზე (გიორგი გაფრინდაშვილი), ვისზეც ითქვა, რომ თსუ-ში ის აგრძელებს მოღვაწეობას, როგორც ე.წ. ოდეერი არასწორია. ის, როგორც ოდერი ირიცხებოდა ჩვენს შტატში 2015 წლის აგვისტომდე, მაგრამ ამის შემდეგ, ის ასრულებს ფუნქციას, რომელიც დაკავშირებულია კანცლერის თანაშემწის უფლებამოსილებებს,რაც უნივერსიტეტის პრეროგატივაა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)