|
2026-02-06 16:57:33, 788 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილმა ოპოზიცია და კრიტიკული ტელევიზიები გააკრიტიკა- არაფერი ხდება, თემებს იგონებთ
„რაზე არ მეთანხმებით? თუ არ მეთანხმებით, უთხარით ხალხს. არ მეთანხმებით, არანაირი პრეტენზია არ მაქვს“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. ხაბეიშვილმა პარტიებს მოუწოდა, პროაქტიულები იყვნენ და ხალხს მოუსმინონ. „ასევე მინდა მივმართო ტელევიზიებს. იცით, როგორ ვწუხვარ თქვენი გამო? თქვენ უნდა მოიფიქროთ თემები, ხალხო, გარეთ არაფერი ხდება და თქვენ ყველაფერს იგონებთ. გეფიცებით, მეცოდებით, როგორ იტანჯებით. თუ ტელევიზიის პროდიუსერი ერთ დღეში ვერაფერს მოიფიქრებს, არაფერი მოხდება - ეს არის რეალობა. როცა ეთერში გადიხართ, არაფერზე გაქვთ სალაპარაკო, არ გესმით? ამას გულახდილად გეტყვით. მივმართავ ყველა პოლიტიკოსს - როგორც ჩვენსას, ასევე სხვებს. არ ვცდილობ ლექციების წაკითხვას, გულშემატკივრად ვლაპარაკობ. ვიმეორებ, ეს არის ხაბეიშვილის პოზიცია, რომელიც ინგლისურად არ საუბრობს და ლილოში დადის, გესმით?“ „მინდა, რომ თქვენ, ხალხო, წინ იყოთ, ძლიერები იყოთ, მაგრამ რაც მთავარია, გადაარჩინოთ ეს ქვეყანა. მოვისმინოთ გულშემატკივრების ხმა. ვფიქრობ, ხალხის 90% ასე ფიქრობს. ის, რომ ვიღაც არ გეუბნებათ, არ ნიშნავს, რომ ხალხი სხვაგვარად ფიქრობს. მე თქვენს მხარეს ვარ. აქ ვარ, რადგან მინდა თქვენთან ვიყო და ექვსი თვეა სასამართლო სხდომას ვერ დავესწარი. არავის წინააღმდეგ არანაირი ბრალდება არ წამიყენებია. ან ამბობთ, რომ რაღაცას გააკეთებთ, ან ამბობთ, რომ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ“, - თქვა ხაბეიშვილმა. მისი თქმით, მისი სასამართლო სხდომა რეალურად არ ტარდება და ეს განზრახ კეთდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)