|
2026-02-06 16:47:21, 694 ნახვა
პოლიტიკა
ანიტა ჰიპერი: ყოველთვის ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით, განვიხილავთ ზომებს ხელისუფლების მიმართ
ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ევროკავშირი „განიხილავს შესაბამის ზომებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ“. მან უპასუხა „ევროსკოპის“ კითხვას „ქართული ოცნების“ მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების დევნის მიზნით კანონმდებლობის კიდევ უფრო დამძიმების შესახებ. „მე არ ვარ ფსიქოლოგი, მაგრამ ეს გადაბრალებისა და პროექციის კლასიკური ტაქტიკაა. სამწუხაროდ, ზუსტად ეს ხდება ახლა საქართველოში. ჩვენ ვერ ვხედავთ არსებული ვითარების გაუმჯობესების ვერანაირ ნიშანს დემოკრატიის, თავისუფლებისა და იმ ღირებულებების კუთხით, რომლებსაც ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოში, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოება თუ სიტყვის თავისუფლება. რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, როგორც იცით, ჩვენ დავწიეთ პოლიტიკური ურთიერთობების დონე. ასევე, შევაჩერეთ ყოველგვარი პირდაპირი დახმარება საქართველოს ხელისუფლებისთვის და გავაუქმეთ უვიზო მიმოსვლა დიპლომატების, მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. ჩვენი მხრივ, ჩვენ ყოველთვის ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით და ასევე განვიხილავთ შემდგომ ზომებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად“. - თქვა ანიტა ჰიპერმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)