04:27 - 20 Aug, 2026
|
2026-02-06 15:14:50, 670 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი პესკოვი - აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული და რთული სამუშაო იყო
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული და რთული სამუშაო იყო, რომელიც გაგრძელდება. „მუშაობა გრძელდება. სამუშაო ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, კონსტრუქციული და ამავდროულად ძალიან რთული სამუშაო. ის გაგრძელდება“, – აღნიშნა პესკოვმა. 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა განაცხადა, რომ მოსკოვი და კიევი შეთანხმდნენ 314 ტყვის გაცვლაზე. მისივე თქმით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები კონფლიქტის მოგვარების საკითხზე კონსულტაციების გაგრძელებას უახლოეს კვირებში გეგმავენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)