|
2016-03-29 16:44:42, 847 ნახვა
ეკონომიკა
„ჩალიკ ჰოლდინგი" და GE Power-ი საქართველოში ახალი მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავენ
თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „ჩალიკ ჰოლდინგი" და GE Power-ი საქართველოში ახალი მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავენ. უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ, "ჩალიკ ჰოლდინგის" თავმჯდომარე აჰმეტ ჩალიკმა და GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტმა რიკარდო კორდობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს. კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგური, ქარისა და ჰიდროელექტროსადგურები და გაზსაცავის მშენებლობა, - ეს ის საინვესტიციო პროექტებია, რომელთა განხორციელების ინტერესს კომპანია გამოთქვამს. „კომპანიის ინტერესი, ენერგეტიკის სფეროში პროექტების განხორციელებისადმი, ძალიან დიდია. საუბარია დაახლოებით 80 მეგავატი სიმძლავრის ქარისა და ჰიდროელექტროსადგურებზე, ასევე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომელზეც ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოცხადებული გვაქვს. ასეთი დიდი პროექტების განხორციელებისადმი კომპანიის ინტერესი მისასალმებელია", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. გარდა ამისა, „ჩალიკ ჰოლდინგის" ინტერესის სფეროშია ტექსტილის წარმოების განვითარებაც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტექსტილის საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით, რაც სავარაუდოდ, გურიის რეგიონში განხორციელდება. „ჩალიკ ჰოლდინგის" თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. შეხვედრას GE Power-ის გენერალური დირექტორი თურქეთში, მეთე მალთეფე, „ჩალიკ ენერჯის" აღმასრულებელი დირექტორი ოსმან საიმ დინჩი და „ჩალიკ ენერჯის" მმართველი ილდირაი თინარი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, „თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)