05:20 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-04 12:08:15, 715 ნახვა

პოლიტიკა
აბუ დაბიში ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აბუ-დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. მოლაპარაკებებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ესწრებოდნენ.

ამჟამად ლიდერები დახურულ ფორმატში პირისპირ შეხვედრას აგრძელებენ.

ცნობისთვის, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში „ზაიედის პრემიის“ მისაღებად ჩავიდნენ. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები მშვიდობის დამყარების, ასევე რეგიონში თანამშრომლობისა და სტაბილურობისადმი მათი თანმიმდევრული შრომის აღიარების ნიშნად პრემიის წლევანდელ გამარჯვებულებად გამოცხადდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics