|
2026-02-03 18:12:13, 769 ნახვა
პოლიტიკა
რეჟიმის პარლამენტში სასურსათო ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნა
რეჟიმის პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნა. შესაბამისი დადგენილება 88-ხმით, ერთხმად მიიღეს. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრა. 4 თებერვალს დაგეგმილია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრება. 5 თებერვლიდან კომისია მუშაობას დაიწყებს. “როდესაც კომისია დაიწყებს მუშაობას, საზოგადოებას საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალყური იმ მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში წარიმართება და რომელიც ასევე მიმდინარეობს სამთავრობო კომისიის ფორმატში. საკითხის გადაჭრის გზებზე მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესთან ერთად და მათი ჩართულობით ვიმსჯელებთ. დარწმუნებული ვარ, ერთად ვიპოვით გზებს და ამ პრობლემას გადავჭრით", - განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ. კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)