|
2026-02-02 18:32:56, 716 ნახვა
პოლიტიკა
Amnesty International გრანტების კანონზე: დამაზიანებელია, მიუთითებს ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებაზე
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია AMNESTY INTERNATIONAL ეხმაურება „გრანტების შესახებ“ და თანმდევ კანონპროექტებში ინიციირებულ ცვლილებებს, რომლებიც აფართოებს გრანტის მცნებას და უნებართვო გრანტის მიღებისთვის სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას აწერებს. „გრანტების შესახებ კანონში მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ძალიან დამაზიანებელია და მიუთითებს საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის შემდგომ გაფართოებაზე, რათა გააჩუმოს, კრიმინალიზაცია გაუკეთოს განსხვავებულ აზრს და ძალაუფლება განამტკიცოს. ცვლილებები მნიშვნელოვნად აფართოებს გრანტის განმარტებას და მოიცავს ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას ან ნატურით მხარდაჭერას პრაქტიკულად ყველაფრისთვის, რასაც მთავრობა არ ამტკიცებს — პოლიტიკური აქტივიზმიდან დაწყებული, ანალიტიკური მუშაობითა და ექსპერტების რჩევებით დამთავრებული“, - განაცხადა „ამნესტი ინტერნეშენალის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევმა. მისი თქმით, ეს არის დაუფარავი მცდელობა, საქართველოში კრიმინალიზაცია მოახდინონ პრაქტიკულად ყველაფრისა, რაც დაკავშირებულია დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობასთან მთავრობის კონტროლის მიღმა. „უცხოური დაფინანსების, ანაზღაურების ან ნატურით უზრუნველყოფილი მხარდაჭერის მოძიება, გამოყენება და მიღება სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს და საერთაშორისო სამართლით დაცული უფლებაა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ეს საკანონმდებლო წინადადებები და ქვეყნის კანონმდებლობა სრულად შეუსაბამოს მის საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს, მათ შორის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს“, — დასძინა კრივოშეევმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)