|
2026-02-02 15:03:38, 919 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და რეგიონების გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა გორში, სოფელ კვარხითში, სამაცივრე მეურნეობა ააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 1.5 მილიონი ლარია და ის სრულად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა. შპს პომ 2021 წელს დაარსდა. კომპანიამ 10 ჰექტარზე ჰოლანდიური ნერგებითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ინტენსიური ვაშლის ბაღი გააშენა. 2023 წელს კომპანია შემნახველი მიმართულებით გაფართოვდა. 2025 წელს კი თანამედროვე სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა დაასრულა. ახალი სამაცივრე მეურნეობა 600 ტონა ვაშლის შესანახად არის გათვლილი, რაც კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, პროდუქციის რეალიზება არა მხოლოდ მოსავლის აღების პერიოდში, არამედ ყველა სეზონზე მოახდინოს. “შპს პომ ბაზარზე მაღალი ხარისხის პროდუქციით გამოირჩევა. 10 ჰა-ზე მოყვანილი ვაშლის რაოდენობა და ხარისხი იმ შედეგს იძლევა, რასაც ხშირად გაცილებით დიდ ფართობზე გაშენებული ბაღები ვერ უზრუნველყოფს. სამაცივრე მეურნეობა კი კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში გვეხმარება. ის დამატებით შესაძლებლობას გვაძლევს პროდუქციის რეალიზება ნებისმიერ სეზონზე მოვახდინოთ. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე, ვაშლის ბაღის გაშენებისას დავიწყეთ და მას შემდეგ ჩვენი სანდო ფინანსური პარტნიორია. სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ. ეს გულისხმობს, როგორც ახალი ბაღების გაშენების, ისე დამატებითი სამაცივრე ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გავზარდოთ წარმოების მოცულობა და კონკურენტუნარიანობა”, - განაცხადა შპს პომ-ის დირექტორმა, ლადო მეშველიანმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)