|
2026-01-31 10:50:46, 894 ნახვა
პოლიტიკა
დასავლეთთან დაძაბულობის ფონზე თბილისი აღმოსავლეთში პარტნიორებს ეძებს - Special Eurasia-ს ანგარიში
სპეციალური ევრაზიის ანალიტიკურმა ცენტრმა (Special Eurasia) რეგიონში მიმდინარე ძირითადი ცვლილებების შესახებ ყოვლისმომცველი ანგარიში გამოაქვეყნა. ექსპერტების დასკვნების თანახმად, 2026 წელი აზერბაიჯანის, როგორც ახალი ევრაზიული ლოჯისტიკის მთავარი არქიტექტორისა და სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური სტაბილურობის გარანტის სტატუსს განამტკიცებს. ანგარისში აღნიშნულია რომ, საქართველოს დასავლეთთან რთული დიპლომატიური სიტუაციის ფონზე, ოცნების ხელისუფლება აზიის კონტინენტზე თანამშრომლობას აძლიერებს. "საქართველოს დასავლეთთან რთული დიპლომატიური სიტუაციის ფონზე, თბილისი აქტიურად იწყებს საგარეო კავშირების დივერსიფიკაციას, აძლიერებს თანამშრომლობას თავის აღმოსავლელ პარტნიორებთან. ანგარიშის თანახმად, ძირითადი ჰაბები, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, სავარაუდოდ, პეკინის მასშტაბური საინვესტიციო სტრატეგიების ნაწილი გახდება. ეს რეგიონში ძალთა ახალ ბალანსს ქმნის, რომელშიც ბაქოსა და თბილისის სატრანზიტო ტანდემი კიდევ უფრო მეტ წონას იძენს." - წერია ანგარისში. ანგარიშის თანახმად აზერბაიჯანი ახელმწიფოებრიობის მშენებლობაში უპრეცედენტო იმპულსს ავლენს, განთავისუფლებული ტერიტორიების რეკონსტრუქციაში კოლოსალურ თანხებს (დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს) დებს. ანწარისში წერია, რომ ერევნისთვის 2026 წელი შიდა თვითგამორკვევის პერიოდი იქნება. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები აჩვენებს სომხური საზოგადოების მზადყოფნას, მიიღოს ახალი რეალობა. ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებისა და კომუნიკაციების განბლოკვისადმი კონსტრუქციული მიდგომა ერთადერთი გზაა სომხეთის აყვავებულ ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრაციისთვის, რომელიც აზერბაიჯანმა უკვე ააშენა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)