|
2026-01-30 03:32:31, 833 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - პუბლიკა ON. ge და ტაბულა - ესტონური მედია გამხდარა
ეს გახლავთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ესტონეთის ოფისი. ასევე, ნინო ლომჯარიას „ევროპული ორბიტის“ ესტონეთის ოფისი. იგივე მისამართზეა რეგისტრირებული „პუბლიკა“, „ტაბულა“, on.ge. ეს არის ევროკავშირის სქემები საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად. - თქვა პაპუაშვილმა ოცნების პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში გრანტების შესახებ კანონზე საუბრისას "დღეს, სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმაც ამხილა ისინი... ეს შენობა გახლავთ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", ნინო ლომჯარიას "ევროპული ორბიტის", ე.წ. მედიის, სინამდვილეში პროპაგანდის ინსტრუმენტის, "პუბლიკის" და კიდევ რამდენიმე სხვა ასეთი ორგანიზაციის ესტონეთის ოფისი. ეს არის რასაც აკეთებს დღეს ესტონეთი საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც ყალბი ორგანიზაციები ფუძნდება იქ... არის დოკუმენტები ამ ყველაფრის... აქ საინტერესო ის არის, რომ ესტონური პირადი ნომრები აქვთ მითითებული, არ ვიცი, რა სამართლებრივი სტატუსი აქვთ მოპოვებული ესტონეთში. "პუბლიკა" გამოცემა - ესტონური მედია გამხდარა, ON. ge - ესტონური მედია გამხდარა, ტაბულა - ესტონური მედია გამხდარა. ერთი საინტერესო ადამიანიც არის აქ, ჩვენთვის მედიცინის მუშაკად წარმოდგენილი და BBC-ის საქართველოს წინააღმდეგ ცილისმწამებლური ფილმის მთავარი პერსონაჟი კონსტანტინე ჩახუნაშვილი და მისი მეუღლეც ესტონური NGO-ები არიან - ეს არის ევროკავშირის სქემები საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად" - თქვა პაპუაშვილმა 28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ოცნება რამდენიმე შეზღუდვას აწესებს, მათ შორის, მკაცრდება გრანტების შესახებ კანონი და რიგ შემთხვევებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც წესდება. ოცნებას შემოაქვს ტერმინების ახალი განმარტებებიც. ცნობილია, რომ გრანტების კანონის დარღვევა 6 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)