|
2026-01-29 19:23:53, 661 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტრო ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯუანშერ ბურჭულაძისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს
თავდაცვის სამინისტრო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ჯუანშერ ბურჭულაძისგან ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, გიორგი ცაბაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, თუ 6 მილიონ 9 ათასი ლარის გაფლანგვა დადასტურდება, ეს თანხა ჯუანშერ ბურჭულაძემ უნდა აანაზღაუროს. „ვმუშაობ თავდაცვის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსად. 2025 წლის ივნისში, ანტიკორუფციული დეპარტამენტიდან შემოვიდა მიმართვა, რომ მიმდინარეობდა თანხების გაფლანგვაზე გამოძიება. იურიდიულ საფუძველზე, ამ საქმეში მონაწილეობა დამევალა. გამოვცხადდი საგამოძიებო უწყებაში, გავეცანი საქმის მასალებს და დაზარალებულად ცნობის დადგენილებას. საქმე ეხება 2023 წლის შესყიდვას. კერძოდ ჰოსპიტლის აღჭურვილობას. საერთო ჯამში, 6 მილიონ 9 ათასია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ანაზღაურებას მოვითხოვთ", - განაცხადა ცაბაძემ, რომლის კომენტარს "ტვ პირველი" ავრცელებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)