|
2026-01-28 23:14:07, 1002 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ახალი რეპრესიული კანონის მიზანი თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრების ჩახშობაა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ გრანტების შესახებ კანონის გამკაცრებას X-ზე პოსტით ეხმაურება. "ტერორი საქართველოში. ახალი რეპრესიული კანონი უკრძალავს პარტიულ წევრობას მათ, ვინც საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა! ეს არის მმართველი პარტიის მხრიდან დაუნდობელი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრების ჩახშობას და საქართველოს რუსული მოდელისკენ გადაყვანას", - წერს ის. ქართული ოცნების რეჟიმი გრანტების კანონს ამკაცრებს. ეს ქართული ოცნების უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე ჩამოთვალა ცვლილებები, რომელიც კანონში შეაქვთ. ის ამტკიცებს, რომ ცვლილებები შეაქვთ "ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად". ამასთან, რეჟიმი გრანტების კანონის დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან 6-წლამდე პატიმრობას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)