2016-03-29 12:13:17, 1147 ნახვა
მსოფლიო
ISIS: პარიზსა და ბრიუსელში მომხდარი თავდასხმები იყო იმის რეპეტიცია, თუ რა უნდა მოხდეს აშშ-ში
აშშ ამ დროისთვის არ ფლობს სანდო სადაზვერვო მონაცემებს, რომ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" აშშ-ში მასშტაბურ ტერაქტებს გეგმავს, - ამის შესახებ ინფროამციას BBC თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ამერიკულმა ანტიტერორისტულმა სამსახურებმა პრეზიდენტ ბარაქ ობამას აცნობეს, რომ აშშ-ში ტერაქტების პირდაპირი საფრთხე არ არსებობს.
მიუხედავად ამისა, ობამამ მოითხოვა, რომ სპეცსამსახურებმა "ისლამური სახელმწიფოს" გასანადგურებლად უფრო აქტიურად იმუშავონ და აშშ-ში ტერაქტების აცილების მიზნით ყველაფერი გააკეთონ.
აშშ-ის ტერორისტული აქტების განხორციელებით "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა ხელმძღვანელი ღაზას სექტორში დაემუქრა. მან განაცხადა, რომ პარიზსა და ბრიუსელში მომხდარი თავდასხმები იყო იმის რეპეტიცია, თუ რა უნდა მოხდეს აშშ-ში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან