|
2026-01-28 18:09:49, 901 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკი 2010 წლიდან 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი 2010 წლიდან 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია. აღნიშნულ ტერიტორიებს შორისაა: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახელას ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, რაჭის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, თუშეთის ეროვნული პარკი, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები, ფაშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, არაგვის დაცული ლანდშაფტი და თრუსოს დაცული ლანდშაფტი. საქართველოს ბანკის გარემოსდაცვით პორტფელში შემავალი დაცული ტერიტორიების ჯამური ფართობი 740,000 ჰექტარამდეა და 18 ადმინისტრაციულ ცენტრს აერთიანებს. ამ ტერიტორიებზე 510-მდე დასაქმებულია, მათ შორის არიან რეინჯერები. ინიციატივის ფარგლებში კი ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურის გამართვის ხარჯების დაფარვა. “საქართველოს ბანკის გუნდისთვის, მდგრადი განვითარება ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ინიციატივას ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რომელიც გარემოსა და საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა კი დაცული ტერიტორიების მხარდაჭერაა, რაც თავის მხრივ ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამ მიზნით, კავკასიის ბუნების ფონდთან დავპარტნიორდით. თანამშრომლობის ფარგლებში კი 2010 წლიდან საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს საგანმანათლებლო პროექტებს, მასწავლებლების, ახალგაზრდა პროფესიონალების, ბიზნესების მხარდასაჭერ ინიციატივებს, დაცულ ტერიტორიებს და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)