|
2026-01-28 17:42:43, 660 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ქართული ოცნების წინააღმდეგ საჭიროა სანქციები
ევროპარლამენტის მიერ გაფართოების ახალი დოკუმენტის დამტკიცების პარალელურად, ევროდეპუტატები "ოცნების" ხელისუფლების დასანქცირების აუცილებლობაზე საუბრობენ. მარკეტა გრეგოროვა "ევრკოსკოპთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ BBC-ის გამოძიებაში ასახული ფაქტები, რომლებიც ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე მიუთითებს, ევროკომისიის მხრიდან რეაგირებას და დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას უნდა დაედოს საფუძვლად. მისი თქმით, მხოლოდ ძალადობის მიუღებლობაზე გაკეთებული განცხადებები საკმარისი არ არის და ევროკავშირმა მიდგომა საქართველოს ხელისუფლების მიმართ უნდა შეცვალოს, მათ შორის - სანქციების გზით იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრანტების დაზიანებაზე არიან პასუხისმგებელი. გრეგოროვა ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შენარჩუნების მიზანშეწონილობას არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე და აღნიშნავს, რომ სტატუსი არ ეხმარება მოქალაქეებს, თუ ევროკავშირს არ ახლავს უფრო ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მექანიზმები ხელისუფლების ქმედებებზე რეაგირებისთვის.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)