|
2026-01-26 12:18:34, 953 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი არის ძალიან მძიმე
"ჩვენ რამდენადაც ვიცით, ეს ვიზიტი ეძღვნება კონკრეტულად TRIPP-ის მარშრუტს შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ვიზიტის ადრესატი არის სწორედ 2 ქვეყანა. კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება ეს ვიზიტი ჩვენი ინფორმაციით, აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი ჩადის აზერბაიჯანსა და სომხეთში" - ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, რომელიც 2026 წლის თებერვალში, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში დაგეგმილ ვიზიტს შეეხებოდა. ჟურნალისტის შეკითხვაზე "საქართველოც ხომ არის სატრანზიტო მარშრუტის ნაწილი, მაშინ რატომ არ ხვდება აშშ-სა და ვიცე-პრეზიდენტის დღის წესრიგში", კობახიძემ უპასუხა რომ "ეს მათი გადასაწყვეტია". "თქვენ იცით, როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი, ეს კონტექსტი არის ძალიან მძიმე, ეს კონტექსტი შექმნა ბაიდენის ადმინისტრაციამ. ვნახოთ ამ ფონზე როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ მოთმინებით ველოდებით, ჩვენ საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის სუფთა ფურცლიდან. კონკრეტული გზამკვლევით ველოდებით მოთმინებით ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას". - განაცხადა კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)