|
2026-01-16 17:40:37, 1498 ნახვა
სამართალი
მტკიცებულებები მკვლელობის ორგანიზებაზე ინფორმაციას არ იძლევა – მიქაძეების ადვოკატი
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული ძმების, გიორგი და დავით მიქაძეების ადვოკატის თქმით, ბრლადების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მკვლელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ მოიცავს. ადვოკატის თქმით, მიქაძეებს ბრალდება "ციდან დაეცათ". "სასამართლო იხილავდა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დართვის, დასაშვებობის საკითხს. არც ეს მტკიცებულებები, ისევე როგორც სხვა, მკვლელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ იძლევა. ეს მტკიცებულებები მიუთითებს უბრალოდ, რომ ფარცხალაძე იცნობდა მიქაძეებს, მიქაძეები იცნობდნენ ჯოხაძეებს. [...] მას [გიორგი მიქაძეს] ნამდვილად არანაირი შეხება არ ჰქონია არც მოცემულ პირებთან, არც საქმესთან, არც ორგანიზებასთან, არც ინტერესი ჰქონია და არც მოტივი. მაშინ, როცა ასე, აბსოლუტურად არაფრიდან, ციდან ეცემა ადამიანს ასეთი კატეგორიის სიმძიმის ბრალდება, რა თქმა უნდა, ამ ადამიანის დამოკიდებულება ძალიან მძიმეა ასეთ საკითხთან მიმართებით". - თქვა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)